გასულ ღამეს რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა კვლავ გადაკეტეს.

გასულ ღამეს პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის 43-ე დღეს ადგილზე საპოლიციო კორდონი იყო განლაგებული, რომელიც თავიდან აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.

“საქართველოს გაუმარჯოს” -აქციის მიმდინარეობისას ისმოდა მსგავსი შეძახილები.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზება შეინიშნებებოდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, დემონსტრანტებმა დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *