
“სანქციები, რომელიც ივანიშვილს დაუწესდა, გზის მხოლოდ დასაწყისია – “ქართული ოცნება“ აბსოლუტურ პოლიტიკურ იზოლაციაშია, აშშ-სგან არალეგიტიმურად გამოცხადებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არავინ წარმართავს” – ამ განცხადებას „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აკეთებს.
“ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი იდიოტებად მიაჩნია, პირველ რიგში საკუთარი მომხრეები. ამ ხალხს არც სინდისი, არც ნამუსი, არაფერი არ აწუხებს. ის დღეს აბსოლუტურ პანიკაშია. რეალურად ასეთ სისულელეებს არავინ არ წერს, ვინც საღ გონებაზეა. მას რატომღაც ეგონა, რომ შერჩებოდა, რაც გააკეთა, როგორც ადრე შერჩენია გაყალბებული არჩევნები, ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ. რატომღაც ეგონა, რომ ამ ჯერზეც გაძვრებოდა, მაგრამ კი ვერ გაძვრა, დაასრულა იმით, რომ სანქციები, რომელიც მას დაუწესდა, გზის მხოლოდ დასაწყისია, მას წინ ძალიან მახრჩობელა ხელი ელოდება, აშშ-ის და დასავლეთის ფინანსური სანქციები მის ყელზე და მის კისერზე“, – თქვა სამადაშვილმა.