პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნება

4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

თებერვლის პირველ სამშაბათს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც “ქართული ოცნების” სრული შემადგენლობა და საპარლამენტო ოპოზიცია “ხალხის ძალა” იქნება წარმოდგენილი.

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტის დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, რომლის მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება იქნება.

ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები კი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისევ გაყალბებულად ცნობენ და სესიაზე დასწრებას არ აპირებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *