
ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვები ოკუპირებულ გალში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტისა და სამინისტროების შენობებზე.