
”მანჩესტერ იუნაიტედი” მარცხენა გარემარბის შეძენის იძულებული ხდება, რადგან მარკუს რაშფორდი სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებს. მის პოზიციაზე კი “წითელი ეშმაკები” ნაპოლის ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავენ” – ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო გვერდი football-talk ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “მანჩესტერში” მზად არიან, იტალიელებს ქართველი მოთამაშის ნაცვლად მარკუს რაშფორდი შესთავაზონ.
“რაშფორდის წასვლის შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას სახით შეიძენს ფეხბურთელს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბადაა აღიარებული. ამავე დროს, „ლივერპული“ უკვე თვეებია ხვიჩა კვარაცხელიას შეძენითაა დაინტერესებული და მოჰამედ სალაჰის წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მისი დამატება განიხილოს“. – წერია ინფორმაციაში