მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

maka-bochorishvili-da-elchi

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დანტუონოს შეხვდა. 

ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები – ეს იყო მთავარი თემა მხარეებს შორის შეხვედრის დროს.

„საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *