
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები – ოკუპაცია და ოკუპანტი. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში“ – აცხადებს სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა. ამ ღალატს კი აუცილებლად უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.
„ხშირად გვეკითხებიან და სავსებით სამართლიანად – „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებიდან მეცამეტე წელი დაიწყო და აქამდე რატომ არ გამოიძიეთ აგვისტოს ომში სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები? საქმე ის არის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენ ვიდრე საერთაშორისო სასამართლოებში გვქონდა დავა რუსეთის წინააღმდეგ, ამ საქმის გამოძიებას, შეიძლება, ხელი შეეშალა სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებისთვის. მთლიანობაში რამდენიმე ასეთი სასამართლო ჩატარდა.
არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო. ეს მტკიცებულებები ერთიანდება ერთიანი მუხლის ქვეშ – სამშობლოს ღალატი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და, ბუნებრივია, ამას აუცილებლად უნდა მიეცეს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხებათ ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, იბრძოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ და იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია, მათ არანაირი გამოძიება არ შეეხებათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები – ოკუპაცია და ოკუპანტი. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში“, – აღნიშნა სუბარმა.