
დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა“- ამბობს ტრამპი
„ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.