გახარია-სამხარაძის ფიზიკური დაპირისპირება – ტელეკომპანია ,,იმედი” ვიდეომასალას ავრცელებს

ტელეკომპანია ,,იმედი” გახარია სამხარაძის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. ,,იმედის” მიერ მოპოვებულ და გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას გახარია იწყებს – პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი, დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქას არტყამს. უცნობია თუ რა უძღოდა წინ გახარიას აღნიშნულ ნაბიჯს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სამხარაძის საპასუხო ქმედებაც – სადაც იგი გახარიას ხელს ურტყამს.

შეგახსენებთ, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გასულ ღამეს, ბათუმში თავს დაესხნენ. შემთხვევა სასტუმრო ,,შერატონში” მოხდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასტუმროდან პირდაპირ კლინიკაში – ცხვირის ძვლის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით მოხვდა. მან საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. აგრეთვე, აღნიშნული ინცინდენტის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის თქმით, მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი, დიმიტრი სამხარაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაუპირისპირდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *