გია ვოლსკი – როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის

,,როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის – სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს ამას: – არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს! “- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

ვოლსკის შეფასებით, „აქ არ არის ხელის ჩვეულებრივი დარტყმა ან ფიზიკური შეხება ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის მიმართ“.

„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდა და ისეთი ატმისფერო შექმნას, რაც ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას უპირისპირდება.

ისეთი ტენდენციის გაგრძელებას, როგორიცაა პოლიციისთვის პიროტექნიკის სროლა, ხელის გარტყმა თუ ქვის დაშენა, მარტო სამართლებრივი ასპექტი არ ახასიათებს” – აცხადებს ვოლსკი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *