გარდაცვლილი ნიაკოს ბაღის ისტორია

სოფელ საბერიოში მომხდარმა უმძიმესმა ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. გარდაცვლილი ბავშვები დები იყვნენ, 8 თვიდან 8 წლამდე.

REALURI.GE ესტუმრა ახალკახათის საბავშვო ბაღს, სადაც ერთ-ერთი გარდაცვლილი, 3 წლის ნიაკო ჭოლორაია დადიოდა. ჩვენ გავესაუბრეთ მის მასწავლებელს, ირინა ანთიას.

ირინა ანთია

ნიაკო იყო ძალიან აქტიური გოგონა. ჰქონდა ლიდერის თვისებები. უყვარდა ძალიან ზღაპრები. განსაკუთრებით უყვარდა “სამი გოჭი” და “ტოპო-ტიპი”. ძალიან მიჭირს წარსულში ამ ყველაფერზე საუბარი. სულ ერთობოდა და თამაშობდა. ტელევიზორში სულ მულტფილმს უყურებდა სახელწოდებით “პადინგტონი”. 3 წლის იყო და მთელი ჯგუფის აყოლიება შეეძლო.

3 წლის ნიაკოს ძალიან უყვარდა თოჯინები და ხატვა. მის კუთხეში ბევრი ნამუშევარი ინახება.

ირინა ანთია

მას ჰქონდა თავისი საწოლი და ამ საწოლზე მოიტანდა ხოლმე თოჯინებს, დააწვენდა და ეფერებოდა. წარმოუდგენელია ამის გახსენება. ერთხელ თავისი ხელი დახატა და გააფერადა. საახალწლოდ ნაძვის ხე ააწყო. ძალიან ბედნიერი იყო.

ნიაკოს საკუთარი კარადა ჰქონდა, სადაც ნივთებს ინახავდა. ამ კარადაში სიმბოლურად ახლა მცირეწლოვნის ფეხსაცმელი ინახება.

ირინა ანთია

ნიაკო იყო ბუთქუჩა, საყვარელი. ფუნთუშებით შემოდიოდა ბაღში. შემოსვლისთანავე გაიქცეოდა საკუთარი კარადისკენ. გამოიცვლიდა ფეხსაცმელს და შეირბენდა ოთახში. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ბოდიშს ვიხდი (ტირის). მეტს ვეღარ ვისაუბრებ.

3 წლის ნიაკო და მისი დედმამიშვილები ოკუპირებულ გალში, გუშინ დაკრძალეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *