საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ინოვაციურ სამეცნიერო კვირეულს გამართავს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ინოვაციურ სამეცნიერო კვირეულს გამართავს. კვირეული მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს, გაიგოს მეტი ბიოტექნოლოგიების შესახებ და გაეცნოს მცენარეთა კვლევების უახლეს მიღწევებს.

ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მსურველები შეისწავლიან DNA-ს გამოყოფას მცენარეული მასალიდან, მიკროსკოპით კვლევას, არბოტომის პრაქტიკულ გამოყენებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკაში. ასევე, მიიღებთ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობით უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას, გექნებათ წვდომა უფასო საგანმანათლებლო მასალებთან. უფასო პროგრამა, რომელიც მარტიდან დაიწყება, განკუთვნილია მე-10-11-12 კლასის მოსწავლეებიისთვის, ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებისთვის, ასევე ბიოლოგიით, ტექნოლოგიებით და გარემოს დაცვით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *