სამთო კურორტი ,,გოდერძი” პირველ ადგილზე – გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების რეიტინგს აქვეყნებს

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებები”ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების რეიტინგს აქვეყნებს. სიაში სამთო კურორტი გოდერძი პირველ ადგილზეა. 12 საუკეთესო მიმართულებას შორის, საქართველოს კურორტთან ერთად, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტები მოხვდნენ. სამოგზაურო პლატფორმა მკითხველს ინფორმაციას აწვდის აჭარის სამთო კურორტის უპირატესობების შესახებ და მკითხველს ქართული სტუმარმასპინძლობის შესახებაც მოუთხრობს.

“თუ თქვენ ევროპაში საუკეთესო სათხილამურო თავგადასავლებს, ყველაზე ლამაზ სამთო ტრასებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და უბრალოდ ზამთრის არდადეგებზე გარანტირებულ თოვლს ეძებთ, მაშინ დაგეხმარებით. აღმოაჩინეთ აჭარის რეგიონში უმაღლესი ხარისხის კურორტი გოდერძი, რომელიც წელს ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე წინ დასახელდა”, – წერს გამოცემა.

https://www.europeanbestdestinations.com/best-of-europe/best-ski-resorts-for-guaranteed-snow-in-europe

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *