საგამოძიებო სამსახური – აღმაშენებლის ხეივანზე აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2025 წლის 2 თებერვალს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.  იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება“,- აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *