
„ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამეს გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი და განიხილავს დამატებით გადამისამართებას. ჩვენ ასევე გამოვედით ინიციატივით, ნაწილობრივ შევაჩეროთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, რათა დავაწესოთ სავიზო მოთხოვნები საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნულ ინიციატივას იანვრის ბოლოსთვის უყრიან კენჭს“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა,მარტა კოსმა, განაცხადა.
მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ „აგრძელებენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას“.
„ამავე დროს ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში. 8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის. ასევე მზად ვართ, გადავამისამართოთ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის და უნდა გავაძლიეროთ რეაგირება დეზინფორმაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ავრცელებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.