მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

დღეს ნინოობაა – წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში დილიდან მიმდინარეობს. სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მრევლი თავად მეუფემ აზიარა. ზიარების შემდგომ, დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფემ ქადაგებაში წმინდა ნინოს ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება

წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს. პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მის გარდაცვალების დღეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *