კვარაცხელიამ „ნაპოლის“ სოლიდურ შეთავაზებაზე უარი თქვა – „კორიერე დელო სპორტი“

„პარი სენ-ჟერმენის“ შეთავაზების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში გადასვლა რეალური გახდა და ახლა „ნაპოლი“ ცდილობს, მათ გაუარესებულ ურთიერთობაში მხოლოდ კვარაცხელია დაადანაშაულოს. იტალიურ გამოცემა „კორიერე დელო სპორტში“ გამოქვეყნებულ წერილში სწორედ კლუბის ცალმხრივი პოზიციაა დაფიქსირებული, სადაც ამტკიცებენ, რომ გუნდმა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან კარგი პირობებით შესთავაზა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა უარი თქვა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე იყო. იმის მიუხედავად, რომ გუნდის წამყვანი ფიგურა გახლდათ, კლუბი ქართველის პირობების გაუმჯობესებას არც ცდილობდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა. რაც შეეხება წერილში ნახსენებ „გრანდიოზულ“ (6 მილიონი ევრო სეზონში) შეთავაზებას, ამდენს „ნაპოლიში“ სათადარიგოთა სკამზე მყოფი ზოგიერთი ფეხბურთელიც იღებს, რაც, ცხადია, ერთ-ერთი ლიდერისთვის სულაც არაა „გრანდიოზული“ წინადადება.

„როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებულ ამბებს გარკვეული სინათლე მოჰფინა და ისაუბრა ფეხბურთელის მხრიდან კლუბის დატოვების და სხვაგან გადასვლის სურვილზე (სავარაუდოდ, პსჟ-ში).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *