
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, კონგრესიდან გაუგზავნეს ჩამონათვალი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებისა, რომელთა დასანქცირება უნდა მოხდეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წერილში 25 ადამიანია ჩამოთვლილი, რომელთა სანქცირებაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უნდა განხორციელდეს.
სიაში არიან:
ოჯახის წევრები და უშუალო გარემოცვა
- ეკატერინე ხვედელიძე — ბიძინა ივანიშვილის ცოლი
- ალეკო ივანიშვილი — ბიძინა ივანიშვილის ძმა
- უჩა მამაცაშვილი — ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი
- შმაგი კობახიძე – „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები
- ნათია თურნავა — ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი,
- კახა ბექაური — კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
- თორნიკე რიჟვაძე — აჭარის მთავრობის მეთაური
- გრიგოლ ლილუაშვილი — სუს-ის უფროსი
- ვახტანგ გომელაური — შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი
- კახა კალაძე — თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
- ირაკლი კობახიძე — პრემიერ-მინისტრი
- ლაშა ნაცვლიშვილი — „პარტიის იდეოლოგი“
- ვასილ მაღლაფერიძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, „პარტიის იდეოლოგი“
აგრეთვე:
- ირაკლი რუხაძე — ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი
- სოსო ფხაკაძე — „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი
- ხვიჩა მაქაცარია — „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; დამფუძნებელი CBS ჯგუფისა, რომელიც აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში: “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
- ირაკლი გილაური — „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
- ვანო ჩხარტიშვილი — ბიზნესმენი
- სულხან პაპაშვილი
- გიორგი კაპანაძე („რიჟა“) — ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების მფლობელი
- ილია წულაია — „არქის“ დამფუძნებელი
- ნოშრევან ნამორაძე — „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი
- ვიქტორ ჯაფარიძე — „პოსტივის“ მფლობელი
მოსამართლეები
- მიხეილ ჩინჩალაძე
- ლევან მურუსიძე