გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი – ილონ მასკი ჯასტინ ტრუდოს

,,გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი” – ასე მიმართა ამერიკელმა მილიარდერმა და ტესლას აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს.

ცოტა ხნის წინ ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მცირე შანსიც არ არსებობს, კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს. ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის პარტნიორები არიან.

განცხადებებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ინიციატივა- როდესაც მან კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება მორიგ ჯერზე შესთავაზა .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *