გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია

მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები დაეშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია პარლამენტის შენობაზეც.

გლოვის ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ცნობისთვის, მთავრობის განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *