პროტესტის 45-ე დღე – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. პროტესტის 45-ე დღეს მოთხოვნები უცვლელი რჩება – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები.

მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობები გამართეს – საბოლოო ლოკაცია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა, მათ შორის ფილარმონიიდან გამართული მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ ,, მეგობრების მარშის” წევრები.

მომიტინგეები სკანდირებენ – „საქართველო”, “ჩვენს მეგობრულ სამშობლოს გაუმარჯოს”. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *