„დიფ სთეითმა“ საქართველოში არჩევნები წააგო – მამუკა მდინარაძე

mamukaa-mdinaradze

„დიფ სთეითმა“, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები, მათ ზურგს უმაგრებდნენ ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენლები “ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა

ფრაქცია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოში მოქმედებს „დიფ სთეითის“ აგენტურა და სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მოქმედებენ ევროპული ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი.

” „დიფ სთეითმა“, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები, მათ ზურგს უმაგრებდნენ და ამაში კიდევ უფრო მძლავრად იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს და მისი უკვე არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენლები.

ამ დიდმა, დღევანდელ მსოფლიოში ძალიან გავლენიანმა ჯგუფმა წააგო საქართველოში არჩევნები, ახლა აღარ იციან, რა ქნან და ამ სისულელეებს დგამენ თავიანთი დღის წესრიგის თუ ფეიკების სახით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *