„ბავშვის უფლებათა კოდექსში“ ცვლილება შედის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს უწყებებს შორის კოორდინაციას, ისევე, როგორც მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას. თუმცა, ამ ნორმათა იმპლემენტაციის პროცესში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედ უწყებებს შორის უკეთესი კოორდინაციის განსახორციელებლად, კანონმა დამატებით გაითვალისწინა „ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმის“ შექმნა, რაც მოითხოვს კომპლექსური სამუშაოების წარმოებას და დეტალური წესების შემუშავებას, უწყებათა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის დეტალების ჩათვლით. სირთულეს წარმოადგენს ელექტრონული სისტემისა და მისი გამართული ფუნქციონირების ინსტრუქციის შემუშავებაც, რაც უშუალოდ უკავშირდება თავად ელექტრონული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას.” – წერია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განმარტა, საჭიროა აღნიშნული ვალდებულებების შესრულების გონივრული ვადის განსაზღვრა როგორც უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის, ისე ელექტრონული სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების შეუფერხებლად განსახორციელებლად. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს კანონის სათანადო ნორმების მოქმედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *