
კომპანია “Jet Rescue Air Ambulance” აცხადებს, რომ ამ დროისთვის გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.
ბორტზე პაციენტი ბავშვი, მისი დედა და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი საღამოს 6 საათზე ფილადელფიის აეროპორტიდან აფრინდა. მცირეწლოვანი მკურნალობას ფილადელფიაში გადიოდა და დედასთან და პედიატრთან ერთად შინ ბრუნდებოდა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია