უფასო განათლება ოფიციალურ პეკინში – მემორანდუმი უკვე მზად არის

kulturis-palata-chineti

საქართველოში ჩინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები კულტურის პალატის პრეზიდენტს – დათო ოქიტაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩინური მხარე მზად არის საქართველოს კულტურის პალატასთან მემორანდუმი გააფორმოს. შეთანხმება მოიცავს გაცვლით პროგრამებს, კულტურულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დაგეგმილია 3000 კაციანი მულტიფუნქციური საკონცერტო და სპორტული დარბაზის მშენებლობა საქართველოში.

“შეხვედრაზე განვიხილეთ ის საჭიროებები რაც ბიზნესს ხელს შეუწყობს, რომ ჩინურ-ქართული კულტურა კიდევ უფრო დაახლოვდეს. მიხარია, რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა განათლება მიიღოს ჩინეთში და თანაც უფასოდ. დაგეგმილია მრავალი ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტები. ყველაფერს მალე გაიგებთ. ბევრი სიურპრიზი გელით. სამრეწველო პალატის დაარსების მიზანი არის ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებების, საინფორმაციო სააგენტოსა და ინტერნეტ ტელევიზიის დაფინანსება. ჩინური მხარე ამისთვის მზად არის” – აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი.

კულტურის პალატის წარმომადგენლები საპასუხო ვიზიტს გეგმავენ პეკინში. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან მაღალი რანგის პირებს. მემორანდუმი გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

“ოფიციალური პეკინი ახლა ჩვენ გველოდება. ვიზიტი მალე შედგება და შევხვდებით მაღალი რანგის პირებს. დავსახავთ სამომავლო გეგმებს. საინტერესო შეხვედრები გველის. ყველაფერი წინ არის.” – ამბობს ოქიტაშვილი

ჩინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ბაი საობინის ხელმძღვანელობით, საქართველოს კულტურის პალატას 24 დეკემბერს ესტუმრნენ. ვიზიტი 4 დღე გრძელდებოდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *