
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.