
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი ჯო უილსონი, სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. კონგრესმენით თქმით, იგი თვალს ადევნებს პროცესებს საქართველოში და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების სამომავლო ძალისხმევაზე.
„გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი ადევნებს თვალს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე“, – წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.