ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რესტორან ,,ბაბილოსთან”

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო რესტორან ,,ბაბილოსთან”, სადაც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების მშობლები და სამოქალაქო ატივისტები ამ დრომდე არიან მობილიზებული – მათ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყეს მისვლა, რაც გავრცელდა ინფირმაცია რომ მოსამართლეები აღნიშნულ რესტორანში კორპორატიული წვეულების გამართვას აპირებდნენ.

ადგილზე შეკრებილებმა რესტორანში შემავალ მოსამართლეებს კორდინი მოუწყეს და რესტორანში შეძახილების ფონზე აცილებდნენ. მოქალაქეები სკანდირებდნენ : ,, მონებო” ; ,,ყველგან მოსამართლე, არსად სამართალი”. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

რესტორანთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე გავიდა, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გაუცია. ,,თუ გასასვლელს გახსნით და დაწყნარდებით, მოგცემთ ინტერვიუს”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *