ქართული მედიასაშუალებების ნაწილი გაიფიცა – მათი მუშაობა რამდენიმე საათით შეწყვეტილია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი გაფიცვით პასუხობს. სწორედ ამ ფორმით უცხადებენ სოლიდარობას ტელევიზიები და ონლაინგამოცემები დაკავებულ ჟურნლისტს.

მეტი კონკრეტიკისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გასაპროტესტებლად, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებს და გაფიცულია 7 ტელევიზია: ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, კავკასია, ტვ პალიტრა, ბიემჯი, ტოკTV; აგრეთვე – ონლაინმედიების ნაწილი.

ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იქნება შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *