
დღეს იხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. სტრასბურგში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები იმყოფებიან. მათ შორის ქართული დელეგაციაც, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
ოპოზიცია ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. მოლოდინია განსაკუთრებით ამ მიმართულეობით თუ რა გადაწყვტილბას მიიღებენ. შესაბამისი შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა.
სტრასბურგში იმყოფება ოპოზიციის ნაწილიც. ქართული ოცნება ოპონენტების ქმედებებს ანტიქართულს უწოდებს და მათ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ინიციატივას არ გაიზიარებს.