
რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარი გამზირი პროტესტის 42-ე დღეს კვლავ გადაიკეტა. მოქალაქეები თვეზე მეტია უწყვეტად ითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები “ქართული ოცნების“ გასული წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.