
რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ კომპანია „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, 9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ოკუპირებულ აფხაზეთში აბონენტებს ელექტროენერგია დღეში 6 საათის განმავლობაში გაეთიშებათ.
„შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობიდან გამომდინარე. მიღებული ზომები მიზნად ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციასა და ენერგო სისტემის სტაბილურად მუშაობის უზრუნველყოფას ისახავს“, – აცხადებენ კომპანიაში.