
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ადასტურებს ინფორმაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუბიომ სალვადორში ჩასვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს უნდა შეხვდეს.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფუნქციები, რომლებიც ბევრია, გაგრძელდება და იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ უნდა იყოს შეთანხმებული აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან და ეს არ არის ჩემი იმედგაცრუება. არსებობს რაღაცები, რაც კეთდება კარგად და არსებობს რაღაცები, რაზეც ჩვენ კითხვები გვაქვს. საქმე ეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს ორგანიზაცია“, – აღნიშნა რუბიომ.
მისივე თქმით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება.
„ეს გადასახადის გადამხდელთა ფულია და ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ანგარიშით, რომ მათ არ სურთ თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, რომლებიც სვამენ მარტივ კითხვებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ეს პროგრამა, ვინ იღებს ფულს, ვინ არიან ჩვენი კონტრაქტორები, ვინ ფინანსდება“, – განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა ისიც, რომ USAID-ი არ არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უნდა მიიღოს მიმართულება სახელმწიფო დეპარტამენტისგან.