ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური – შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას პოლიციელთან საუბარს ეხმაურება

ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური, – სოციალურ ქსელში გავრცელებული რამდენიმე წამიანი ვიდეოთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას და სამართალდამცველს შორის დიალოგს ეხმაურება.

ხოშტარია პოლიციელს მიმართავს: „კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“. პოლიციელი კი აღნიშნავს: „მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას“.

„ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *